Saturday, May 9, 2015

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის სკოლა დაარსებულია წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის მიერ 1918 წელს. სკოლა წლების მანძილზე ატარებდა წმინდანის სახელს. 2015 წელი წმინდანის საიუბილეო წელია და სწორედ, ამიტომ სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ, დაიგეგმა პროექტი ,,ჩვენი დროის ახალმოწამე სიმონ მჭედლიძე"( პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ეთერ ლომსაძე).
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიებები: წმინდანის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი  კედლის გაზეთის გამოშვება, საიუბილეო ღონისძიება , ფილმის მომზადება წმინდანის მოღვაწეობის  შესახებ.