ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის პროექტში ,,წარსულის ქრონიკები". 2015 წლის 24 თებერვალს წარმოადგინეს მონტაჟი ,,საქართველოს ანექსია და წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე". ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ხარაგაულის საჯარო სკოლების აქტიური მკითხველები და მასწავლებლები. ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული მგალობელთა გუნდი (ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე). მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები და და ის შედეგები, რაც ათეისტურ ეპოქას მოჰყვა, აგრეთვე მოუთხრეს სიმონ მჭედლიძისა და მისი თანამოაზრეების იმ ბრძოლაზე, რომელიც მიზნად ისახავდა რწმენადაკარგული, ბოლშევიზმით დაავადებული საზოგადოების განკურნებას და ერის ღვთიკენ შემობრუნებას.
ლექსს კითხულობს დიანა ლომსაძე
ლექსს კითხულობს გიორგი ქველიაშვილი
No comments:
Post a Comment